რეცეპტი: პიცა ფუნთუშის ცომში მოცარელათი და პეპერონით 20 წუთში
თუ გსურთ გააკვირვოთ სტუმრები და ოჯახის წევრები, მოუმზადეთ მათ ფუნთუშის ფორმის პიცა. ამ ორიგინალური კერძის მოსამზადებლად სულ 20 წუთი დაგჭირდებათ, ინგრედიენტებიც ცოტაა საჭირო. ამ სახის პიცა შეგილიათ მიირთვათ საუზმეზე ან ჩაის სმის დროს, წაიღოთ პიკნიკზე ან სამსახურში.
სცადეთ ჩვენი შემოთავაზებული რეცეპტის მომზადება და უკმაყოფილო არ დარჩებით.
ინგრედიენტები
ერთი ცალი უსაფუარო ფენოვანი ცომი
150 გ პეპერონი
250 გ მოცარელა
2 ს. კ. კარაქი
ნახევარი ჩ. კ. ნივრის ფხვნილი
50 გ ტომატის სოუსი
ერთი ს. კ. ოხრახუში
მომზადება
1. სამუშაო ზედაპირს მოაყარეთ ფქვილი, მოათავსეთ მასზე ცომი და გააბრტყელეთ.
2. ცომი გაყავით 9 კვადრატად, ყოველ მათგანს წაუსვით ტომატის სოუსი. შემდეგ ცომზე დაალაგეთ პეპერონი და დაადეთ ყველის ჩხირი.
რეცეპტი: პიცა ფუნთუშის ცომში მოცარელათი და პეპერონით 20 წუთში
3. გადაახვიეთ ცომი კონვერტისებურად და დაალაგეთ ცხიმწასმულ საცხობ ფორმაზე.
4. გაალღვეთ კარაქი და შეურიეთ მას ნივრის ფხვნილი და ოხრახუში. ეს ნარევი წაუსვით ფუნთუშებს და გამოაცხეთ 230 გრადუს ტემპერატურაზე 10 წუთის განმავლობაში.
სახლში მოზადებული პიცა შეგიძლიათ შეაზავოთ იტალიური ბალახეულით და სხვა თქვენთვის საყვარელი სანელებლებით. ტომატის სოუსის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ მარინარი – ეს არის იტალიური სოუსი, რომელიც შეიცავს ტომატს, ხახვს, ნიორს და მწვანილებს. ის მაღაზიებშიც იყიდება და თავადაც შეგიძლიათ მოამზადოთ.
გაუზიარეთ ეს გემრიელი რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც!
წყარო:genius.ge