„აკროშკა“ - ცივი წვნიანი ზაფხულის ცხელი დღეებისთვის
რუსული სამზარეულოს ეს უგემრიელესი და ჯანსაღი კერძი მე-18 საუკუნიდანაა ცნობილი და მისი სახელწოდება მოდის სიტყვიდან кро́шка. საზაფხულოდ „აკროშკის“ მომზადება იდეალური გადაწყვეტილებაა - პირველ რიგში, შესანიშნავად გაგაგრილებთ და მეორეც, მის მომზადებას დუღილი არ სჭირდება, ამიტომ ბოსტნეული ვიტამინებს სრულად ინარჩუნებს.
„აკროშკის“ რეცეპტს რესტორან „შატროს“ ევროპული სამზარეულოს მზარეული ალექსანდრე კოშკელოვი გვთავაზობს.
„აკროშკის“ მოსამზადებლად საჭირო ინგრედიენტები:
კარტოფილი - 200 გრ;
კვერცხი - 2 ცალი;
კიტრი - 150 გრ;
ლორი - 100 გრ;
კამა - 15 გრ;
მწვანე ხახვი - 15 გრ;
მაწონი - 400 გრ;
არაჟანი - 200 გრ;
მარილი და პილპილი - გემოვნებით.
მომზადების წესი:
კარტოფილი და კვერცხი მოხარშეთ, გაფცქვენით და დაჭერით კუბიკებად.
ასევე, საშუალო ზომებად დაჭერით ლორი და გათლილი კიტრი.
ეს ყველაფერი გადაიტანეთ ქვაბში.
დაამატეთ წვრილად დაჭრილი კამა და მწვანე ხახვი.
ცალკე ჭურჭელში გადმოასხით მაწონი და კოვზით კარგად ათქვიფეთ, ჩაასხით ქვაბში და დაამატეთ არაჟანი.
მიღებული მასა კარგად აურიეთ და დაამატეთ ცივი წყალი, რამდენსაც შეიზელს. ბოლოს, შეაგემეთ მარილითა და პილპილით.
სულ ეს არის.
შენიშვნა:
გამზადებული „აკროშკა“ ცოტა ხნით მაცივარში შედგით და გააცივეთ.
სურვილისა და გემოვნების მიხედვით, შეგიძლიათ, სხვადასხვა ბოსტნეული დაამატოთ.
„აკროშკის“ მომზადებას, დაახლოებით, 15 წუთი სჭირდება.
წყარო:funtime.ge