თეგებით ძიება

9 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი. დღეს ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი დღეა ახალი საქმის დასაწყებად. შეეცადეთ მოაგვაროთ ოჯახური ურთიერთობები და ასევე შეგიძლიათ გაიცნოთ ვინმე. ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემები და ძველი შეცდომები დღეს ყოველგვარი განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე შეგიძლიათ გადაწყვიტოთ. დიდია ალბთობა ახალი ნაცნობობის ან რომანტიკული თავგადასავლებისა. ამ დღის სიზმაარი იმ შემთხვევაში აგისრულდებათ, თუ დილით მოწმენდილი ცა დაგხვდებათ.

კურო. თქვენი კარიერა ვერ დაიძვრება ადგილიდან მანამდე, სანამ ზედმიწევნით ანალიზს არ ჩაუტარებთ დაშვებულ შეცდომებსა და ჩავრდნებს. მაგრამ თქვენ შეძლებთ სრულად მოახდინოთ რეალიზება თქვენი შემოქმედებითი ნიჭისა.

ტყუპები. ტყუპებმა დღეს ნამდვილად დაიმსახურეთ დასვენება. უარი თქვით ყველა საყოფაცხოვრებო პრობლემაზე. განიტვირთეთ და საყვარელ საქმიანობას მიუძღვენით თავი. დამღლელი საქმე კი ხვალისთვის გადადეთ.

კირჩხიბი. საუკეთესო, რასაც გააკეთებთ, ეს იქნება შეჯამება იმისა, რაც ბოლო თვეების განმავლობაში აკეთეთ. კარგი დღეა მხატვრული ლიტერატურის კითხვისა და ჯანმრთელობის პროფილაქტიკისთვის. სამსახურში კი მხოლოდ აუცილებელ გასაკეთებელ საქმეებს მიხედეთ.

ლომი. მეგობრული ურთიერთობები ამ დღეს განსაკუთრებულ როლს შეასრულებენ თქვენს ცხორვებაში. ძალიან მალე თქვენ შეგეძლებათ ჩვეულზე უფრო ხშირად შეხვდეთ ნაცნობებს სიახლეების განსახილველად და უბრალოდ ერთობლივი დასვენებისათვის. შეინიშნება ცვლილებები სიყვარულში.

ქალწული. ქალწულებისათვის ყველაფერი მდორედ მიედინება სამსახურსა თუ პირად ურთიერთობებში. დღეს არ შეინიშნება არანაირი მნიშვნელოვანი ძვრები. მოსალოდნელია პატარა უთანხმოებები ახლობელ ადამიანთან.

სასწორი. ეს დღე ხელსაყრელი იქნება საცხოვრებელი ადგილის შესაცვლელად ან სახლში რემონტის წამოსაწყებად. წარმატებული იქნება შენაძენის გაკეთება ან უბრალოდ გადაადგილება. ამ ნიშნის მარტოხელა წარმომადგენლებს ელით შეხვედრა, რომელიც შესაძალოა სერიოზულ ურთიერთობაში გადაიზარდოს.

მორიელი. ამ დღეს დაწყებულმა ახალმა საქმემ და ახალმა პროექტმა შესაძლოა არც თუ ცოტა სემოსავალი მოგიტანოთ. მოსალოდნელია სიმშვიდე ოჯახში, თანხმობა პარტნიორებთან, ასევე აღდგენა გაწყვეტილი მეგობრული კავშირისა. ყურადღება მიაქციეთ ჩვევებს და სწორად გამოიყენეთ ისინი. ეს დღე აჩვენებს ახლო მომავალში რამდენად შეიცვლება თქვენი გეგმაბი.

მშვილდოსანი. ამ დღეს შეძლებთ მნიშვნელოვნად გაიუმჯობესოთ კეთილდღეობა. ეს ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ახალი სამსახურის დასაწყებად ან ძველი პროექტის განსახორციელებლად, რაც ახალ შემოსავლის წყაროს გპირდებათ. თქვენი მიზანდასახულობის წყალობით პერსპექტიული ცვლილებები გელოდებათ. დღეს ყოველგვარი შიშის გარეშე შეგიძლიათ აწარმოოთ კომერციული გარიგებები, სარისკოც კი. აი, პირად ცხოვრებაში კი დღე არც ისე ხელსაყრელი იქნება. თქვენ მოგიწევთ ერიდოთ სიცრუესა და ღალატს.

თხის რქა. დღე ხელსაყრელი იქნება შემოქმედებითი საქმიანობით დაკავებული თხის რქებისთვის. შესაძლებელია სწორედ დღეს დაკავდეთ საქმით, რომელიც ღირსეულად დაფასდება. მეგობრები მოგმართავენ დახმარებისათვის. შეეცადეთ მათ უარი არ უთხრათ. მარტოხელა თხის რქები დღეს შეხვდებიან ადამიანს, რომელთანაც შემდეგში რომანტიკულ ურთიერთობას გააბამენ. არაა გამორიცხული, რომ დღეს განაახლოთ მეგობრული კავშირი მათთან, ვისთანაც რატომღაც ვერ ახერხებდით ნორმალურ ურთიერთობას.

მერწყული. დღე არახელსაყრელი იქნება მერწყულებისთვის. შეეცადეთ არ გადაჭრათ მნიშნელოვანი საკითხები, ასევე გადადეთ საქმიანი შეხვედრები, ისინი წარუმატებლად წარიმართება. ამ დღეს მოსალოდნელია არასასიამოვნო სიტუაცია, რაზეც არც კი ეჭვობდით. არ გასცეთ ამ დღეს სესხი, მას უკან ვეღარ დაიბრუნებთ.

თევზები. ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის არ ღირს დღეს მომხდარ პრობლემებზე ნერვიულობა. ყველაფრი გაივლის, თუმცა ამისათვის საკმაო ძალისხმევა დაგჭირდებათ. სამსახურში შეეცადეთ ერიდოთ ხელმაძღვანელობასთან კონფლიქტს. ფინანსური მდგომარეობა ამ დღეს სტაბილურობას გპირდებათ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა