თეგებით ძიება

რატომ არის სასარგებლო გარგრის კურკები?

წვნიანი და ტკბილი - აი, რა გვხიბლავს ყველაზე მეტად ამ ნაყოფში. მისი კაშკაშა შეფერილობა, ძლიერი არომატი და ნაზი გემო - გარგარს უამრავი დესერტისთვის სასურველ ინგრედიენტად ხდის.

თავად ხილიც ისეთი გემრიელია, ნებისმიერ ტკბილეულს ჩაანაცვლებს. თუმცა, არავინ აფასებს იმ განძს, რაც მის რბილობში იმალება.

პირველად გარგრის კულტი ჩინეთში, 6 ათას წლის წინ გაჩნდა! ჩინურ მედიცინაში დღემდე შენარჩუნებულია გარგრის კურკებით რიგი დაავადებების მკურნალობის მეთოდი. სწორედ ჩინელებმა შენიშნეს პირველად, რომ გარგრის კურკას შეუძლია განკურნოს ბრონქიტი და სხვა რესპირატორული დაავადებები.

კოსმეტიკური მაღაზიების თაროებზე ხშირად შეხვდებით პროდუქციას გარგრის ზეთის დამატებით. ეს უკანასკნელი სწორედ კურკისგან იხდება. კოსმეტიკაში მის პოპულარობა საკმაოდ საფუძვლიანია: გარგრის კურკების ზეთი კვებავს ფრჩხილებს და თმას, ატენიანებს კანს, რის გამოც მას მასაჟისტებიც ხშირად იყენებენ.

გარგრის კურკა რეკორდსმენია კალიუმის შემცველობის კუთხით. 300 მგ-ზე მეტი ნივთიერება შედის 100 გ პროდუქტში! გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მკურნალობისას ხშირად რაციონში გარგრის კურკას რთავენ. რადგან კალიუმის ნაკლებობა იწვევს სისხლის მიმოქცევის შენელებას, კუნთების მოდუნებას და კოორდინაციის დარღვევასაც კი.

თუკი თბილი სეზონის განმავლობაში რეგულარულად მიიღებთ გარგრის კურკას, თქვენი ენდოკრინული სისტემა საათივით აეწყობა. ქალური ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის კი რეკომენდებულია გარგრის ზეთი. ეს უკანასკნელი ჰორმონალური ფონის დარეგულირებას უწყობს ხელს.

კიდევ რა სარგებლობა მოაქვს გარგრის კურკას? არსებობს ზედმეტად მწარე გემოს კურკა, რომელიც შხამიან ციანიდს შეიცავს, ისევე, როგორც ვაშლისა და მწარე ნუშის კურკა. ასევე არსებობს ტკბილი კურკა. ორივეს სარგებელი აშკარაა, თუმცა, მწარე კურკის ჭამისგან, ჯობს თავი შეიკაოთ.

მწარე გემო კურკას B 17 ვიტამინის, ამიგდალინის შემცველობის ხარჯზე აქვს. სინამდვილეში ეს ნივთიერება დიდი რაონობით მომწამვლელია, მაგრამ მედიცინის ერთ-ერთ უმსხვილეს აღამოჩენად იქცა ის, რომ ამიგდალინი ებრძვის კიბოს უჯრედებს და შესანიშნავი პროფილაქტიკური საშუალებაა.

გარგრის კურკის დღიური ნორმა არაუმეტეს 40 გრამია. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლებელია, მან მსუბუქი მოწამვლა გამოიწვიოს. მიღების წინ რეკომენდებულია, კურკები დამდუღროთ. ბავშვის დღიური ნორმა მხოლოდ 20 გრამია.

ამ პროდუქტის მიღება არ არის რეკომენდებული ადამიანებისთვის დიაბეტით, ღვიძლის დაავადებებისა და ორსულობის დროს.


წყარო:gemrielia.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა