თეგებით ძიება

მთავრობის გადაწყვეტილება - ეპიდემიოლოგიური სურათის გაუარესების მიუხედავად, უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო პროცესი 19 ოქტომბრიდან განახლდება

კორონავირუსის შემთხვევათა ზრდის მიუხედავად, უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო პროცესი 19 ოქტომბრიდან განახლდება.

პრემიერ-მინისტრის თქმით, სასწავლო პროცესის დროს აუცილებელი იქნება დისტანციის დაცვა და რეკომენდაციების გათვალისწინება.

"უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა უნდა დაწყებულიყო 19 ოქტომბრიდან და ეს გადაწყვეტილება რჩება ძალაში. უმაღლეს სასწავლებლებს ექნებათ რეკომენდაცია, რომ სადაც შესაძლებელია, იყოს დისტანციური სწავლება. მაგრამ სადაც შესაძლებელი არ არის ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობები ჩაატარონ აუდიტორიებში", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა