ინფიცირების რაოდენობის ზრდა არ შეჩერდება, თუმცა ამის გამო არჩევნებს არ გადავდებთ - გახარია
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ინფიცირებულთა რაოდენობის ყოველდღიური მნიშვნელოვანი მატება არჩევნების გადადების საფუძველს არ იძლევა. მისივე პროგნოზით, დადასტურებული შემთხვევების კლება მოსალოდნელი არაა:
"არავის გვეგონოს, რომ რაოდენობის ზრდა შეჩერდება. რესტრონების მუშაობის შეზღუდვითაც კი, ინფიცირებულების ზრდა არ შეჩერდება, უბრალოდ, ჩვენ ამით შეგვიძლია ზემოქმედება მოვახდინოთ დროზე, რა სისწრაფით მოხდება ინფიცირებულების რაოდენობის ზრდა. ეს მოგვეხმარება ამ სისწრაფის კონტროლში. ყველაზე უფრო ქმედითი ინსტრუმენტია პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა. რაც უფრო მეტი პირბადე იქნება ქალაქში და მეტი პირბადიანი ადამიანი იქნება ჩვენს ქვეყანაში, მით უფრო ნაკლები იქნება ინფექციის გავრცელებაც და სიკვდილიანობაც", - განაცხადა გახარიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 919 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, რამაც ინფიცირებულთა რაოდენობა 14 440-მდე გაზარდა.
წყარო:newposts.ge