საქართველოში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კოვიდინფექციას 11 პაციენტი ემსხვერპლა
საქართველში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსისგან კიდევ 11 პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 124 -მდე გაიზარდა - ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.
რაც შეეხება ინფიცირებულებს, ქვეყანაში კორონავირუსის 887 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 15327 -ს შეადგენს.