თეგებით ძიება
16. 10. 2020 COVID - 19

აჭარა - 342, თბილისი - 277 - კორონავირუსის უახლესი სტატისტიკა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, ბოლო 24 საათში დადასტურებული შემთვევებიდან ყველაზე მეტი ისევ აჭარაში დაფიქსირდა:
„გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში დაფიქსირდა 887 ახალი დადასტურებული შემთხვევა, შესაბამისად, სულ დარეგისტრირებული შემთხვევა 15 327-ია. აქედან 7 613 გახლავთ გამოჯანმრთელებული, აქტიური შემთხვევა გახლავთ 7 714. მათგან ნაწილი უსიმპტომოა, ნაწილს მსუბუქი სიმპტომები აღენიშნება, ხოლო რამდენიმე ათეული კრიტიკულად მძმე პაციენტია, რომელიც მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ასეთი პაციენტი უკვე 70-ზე მეტია.

რაც შეეხება რეგიონალურ განაწილებას, დღეს ისევ აჭარა ლიდერობს 342 შემთხვევით, თბილისში - 277, იმერთში მოიმატა - 198-ია, დანარჩენ რეგიონებში ერთეული შემთხვევაა, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 22 პაციენტი, გურიაში -11, შიდა ქართლში - 12, ქვემო ქართლში - 3, მცხეთა-თიანეთში - 10, კახეთში - 7, სამცხე-ჯავახეთში - 3, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 2 ახალი შემთხვევა“ - განაცხადა ენდელაძემ.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა