"იცით რატომ აფეთქდა სიტუაცია აჭარაში?"- ამირან გამყრელიძე მიზეზს ასახელებს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი რესტორნების მფლობელებს გამოეხმაურა და თქვა, რომ ყველასი ესმის, თუმცა მხოლოდ 22:00 საათამდე იქნება შესაძლებელი, რომ ადამიანები რესტორანში წავიდნენ.
„სამწუხაროდ, კარგა ხანი ვეღარ გვექნება 20-50-100 კაციანი სუფრები. რამ შეუწყო ხელი იცით ამ დიდ აფეთქებას რაც აჭარიდან წამოვიდა ზაფხულში? დავასახელებთ როცა დრო მოვა. ერთდროულად ცხრა 400-კაციანი ქორწილი გაიმართა, ამდენი დღესასწაულები, მოვეშვით და ვთქვით, რომ გავიმარჯვეთ. არ გაგვიმარჯვია და სულ ამას ვსაუბრობდით ივლის-აგვისტოში“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ “TV პირველის” ეთერში, გადაცემა "პირველი ხაზისთვის" მიცემულ ინტერვიუში.
წყარო:newposts.ge