"პირდაპირი მნიშვნელობით სიკვდილი იქნება...საქართველოში ერთადერთი გამოსავალი ისევ კარანტინის შემოღებაა..."- გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი
გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის სფეროში გიორგი ფხაკაძე საქართველოში გამწვავებულ ეპიდსიტუაციას ეხმაურება და ამბობსმ რომ ერთადერთი გამოსავალი ისევ კარანტინის შემოღებაა.
"როცა ინფექციური საწოლების რაოდენობა შენ არ გაქვს, პირდაპირი მნიშვნელობით სიკვდილი იქნება, -უთხრა მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმს"
„საქართველოში ერთადერთი გამოსავალია ისევ კარანტინის შემოღება. ვიცი, რომ არაპოპულარულია რასაც ახლა ვამბობ, ძალიან ბევრი ადამიანი გამლანძღავს, მაგრამ რეალურად ჩვენ არ გვაქვს ამის საშუალება - არ გვაქვს რეანიმაციული საწოლები. ევროპას ამის ფუფუნება აქვს, ხალხის გადამზადება უკვე აპრილიდან დაიწყო, საავადმყოფოების გადაიარაღება, ტრენინგები და ა.შ. ანუ ამაზე ხალხი 7-8 თვე მუშაობს. მათ აქვთ ფუფუნება იმისა, რომ ქვეყნები არ ჩაკეტონ, ინფექციური საწოლების რაოდენობა აქვთ და შენ, როცა ინფექციური საწოლების რაოდენობა არ გაქვს, პრაქტიკულად იქნება სიკვდილი პირდაპირი მნიშვნელობით!“, - განაცხადა ფხაკაძემ.
შეგახსენებთ, დღეს 16 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსის 887 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 11 ადამიანი.
წყარო:newposts.ge