არის თუ არა საშიში კორონავირუსზე ნაცხის აღება – 51 წლის ქალს ჩხირის ტამპონი ტრაქეაში ჩარჩა
51 წლის ქალს, რომელსაც გარკვეული პერიოდის წინ ტრაქეოსტომია გაუკეთდა, მილიდან კორონავირუსზე ნაცხის ანალიზის აღებისას ჩხირის ტამპონი ტრაქეაში ჩაუვარდა და რომ არა სწრაფი რეაგირება, ლეტალური შედეგი დადგებოდა.
ტრაქეოსტომიის გაკეთების შემდეგ, მსგავს პაციენტებს ნაცხის ანალიზს ტრაქეაში ცადგმული მილიდან უღებენ, რადგან ისინი ცხვირითა და პირით არ სუნთქავენ და ჟანგბადს სწორედ ამ მილის საშუალებით იღებენ, სწორედ ამიტომ გახდა საჭირო ტრაქეაში ზემოთ აღნისნული მანიპულაციის ჩატარება.
სიტუაციამ ძალიან საშიში სურათი გამოიწვია, ტამპონი გადავარდა და ფილტვებამდე მიაღწია. აუცილებელი გახდა ქირურგიული ჩარევა და პაციენტის სიცოცხლის სწორედ ამ გზით გადარჩენა.
მედდის მიმართ საავადმყოფომ ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო, რათა დადგინდეს ჰქონდა თუ არა ადგილი გულგრილობას. შემთხვევა ინგლისში მოხდა.
წყარო:newposts.ge