რომელი ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანები ინფიცირდებიან კოვიდ 19-ით ყველაზე იშვიათად- მეცნიერების ახალი დასკვნა
მეცნიერებმა კანადაში ჩატარებული კვლევის შედეგები გამოაქვეყნეს, რომლითაც დასტურდება, რომ I ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანებს შესაძლოა, მცირე უპირატესობა ჰქონდეთ ინფექციასთან საბრძოლველად.
მკვლევართა თქმით, ძალზე დაბალია რისკი იმისა, რომ I ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანები კოვიდ 19-ით დაინფიცირდებიან, აგრეთვე დაბალია ალბათობა იმისა, რომ დაავადების შემთხვევაში პაციენტთა მდგომარეობა ძალზე დამძიმდება. მეცნიერების მიერ წარმოებული დაკვირვება-კვლევების ფონზე დგინდება, რომ I და III ჯგუფის სისხლის მქონე პაციენტები ყველაზე ნაკლებ დროს ატარებენ რეანიმაციუ განყოფილებაში-იმაზე ნაკლებს ვიდრე ეს სისხლის II და IV ჯგუფის პაციენტების შემთხვევაში ხდება. აღნიშნულ პირებს უფრო ხშირად სჭირდებოდათ ხელოვნური სუნთქვის აპარატები და ფილტვების ვენტილაცია, რადაგან გართულებულად ჰქონდათ სუნთქვა.
აგრეთვე დაკვირვებების შედეგად დადასტურდა ის ფაქტი, რომ I და III ჯგუფის სისხლის მქონე პაციენტები რეანიმაციაში სტანდარტულად 4.5 დღით მეტს ატარებენ, ვიდრე II და IV ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანები.
აღსანიშნავია, რომ ჩინეთის ქალაქ ვუჰანსა და შენჟენში 2100-ზე მეტ პაციენტზე განხორციელებულმა კვლევამ ასევე ანახა, რომ I ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანებს ინფიცირების მიზერული რისკი ჰქონდათ.
წყარო:newposts.ge