თეგებით ძიება
16. 10. 2020 COVID - 19

ჩინეთში კოვიდ 19-ის ვაქცინას უკვე £46 ფუნტ სტერლინგად ყიდიან

ჩინეთის აღმოსავლეთ პროვინციებში კორონავირუსის ვაქცინას £46 ფუნტ სტერლინგად ყიდია, თუმცა აღნიშნული პრეპარატი ეფექტური და საიმედოა თუ არა ამ ეტაპამდე არ გახლავთ დადასტურებული.

ქალაქი შიაჩინგის ჯანდაცვის უწყების ოფიციალური განცხადებით, მედიცინის მუშაკები და ის პირები, რომლებიც კოვიდ 19-ის გამო თავიანთი სამუშაოებების განხორციელებით რისკ ჯგუფებში იმყოფებიან ყველაზე პირველი მიიღებენ ზემოხსენებულ ვაქცინას.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთმა ივლისიდან დაიწყო გადაუდებელი აცრის პროგრამის განხორციელება კოვიდ 19-თან ბრძოლის წინახაზზე მყოფი მუშაკებისთვის, თუმცა ეს ზემოხსენებული გახლავთ პირველი შემთხვევა, როდესაც ჩინეთის მთავრობამ მოქალაქეებისთვის ვაქცინაზე ხელმისაწვდომობა სურვილის მიხედვით თითოეული ადამიანისთვის ხელმისაწვდომი გახადა. ჩინური მედიის ინფორმაციით, ვაქცინის კანდიდატს კორონავაკი ჰქვია, რომელიც დამზადებულია სინოვაკ ბიოტეკის მიერ. ამ ფარმაცეფტული კომპანიის მიერ შექმნილი პრეპარატი ჯერ კიდევ გამოცდების აქტიურ პროცესშია ბრაზილიაში, ინდონეზიასა და თურქეთში- ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ცდების სამივე ფაზა ნოემბრის თვეში დასრულდება.





წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა