კორონავირუსის გამო თბილისში 42 ბაღია დახურული
პერსონალისა და აღსაზრდელების კორონავირუსით ინფიცირების გამო თბილისში ამ დროისთვის 42 ბაღია დახურული.
თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, კახა გვანცელაძის, განცხადებით , ჯამში ვირუსი 42 პირს აქვს დადასტურებული, მათგან 8 ბავშვია.
წყარო:newposts.ge