თეგებით ძიება

აჭარაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

დღეიდან აჭარაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველ ეტაპზე აღდგება მხოლოდ მუნიციპალური ტრანსპორტი. საქალაქთაშორისო ტრანსპორტის აღდგენა ამ ეტაპზე არ მოხდება.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ყოველდღიურ რეჟიმში ტრანსპორტი სპეციალური და სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავდება. იმ შემთხვევაში კი თუ მგზავრი არ გაიკეთებს პირბადეს, მძღოლს უფლება აქვს არ დაძრას ტრანსპორტი.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა 26 სექტემბრიდან აიკრძალა. 26 სექტემბრიდან შეიზღუდა გასართობი დაწესებულებების მუშაობაც ღამის საათებში. ეს შეზღუდვა ჯერ კიდევ ძალაშია. კაფე-ბარები და რესტორნები მხოლოდ საღამოს 22 საათამდე მუშაობენ.


წყარო:newposts.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა