ფოთის მე-6 საბავშვო ბაღი დაკეტილია - ძიძას კორონავირუსი დაუდასტურდა
ფოთის მე-6 საბავშვო ბაღში კორონავირუსის შემთხვევის გამო სააღმზრდელო პროცესი დროებით შეჩერდა. სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების დირექტორის, მაკა ზარანდიას ინფორმაციით, ერთ აღმზრდელს „კოვიდ 19“ დაუდგინდა. მისივე თქმით, ელოდებიან ეპიდემიოლოგების მითითებებს.
„მე-6 ბაღის აღზრდელი დაიტესტა გუშინ და პასუხი დღეს დილით გახდა ცნობილი, შესაბამისად, ეპიდემიოლოგებთან კონსულტაციით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ერთი დღით შეგვეჩერებინა სააღმზრდელო პროცესი. ამ ეტაპზე ველოდებით ეპიდემიოლოგების მითითებას შემდგომ ღონისძიებებთან დაკავშირებით. დაახლოებით შუადღის შემდეგ გვეცოდინება, როგორ ვიმოქმედოთ“, - განაცხადა მაკა ზარანდიამ.
ცნობისთვის, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 1186 ახალი შემთხვევიდან 6 ფოთში დაფიქსირდა.
წყარო:newposts.ge