თეგებით ძიება

"ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ და საზოგადოებაში პანიკის დათესვას უწყობენ ხელს"- პრემიერი ოპოზიციაზე

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ბოლო პერიოდის განმავლობაში, ზოგიერთი პოლიტიკოსი და ექსპერტი კორონავირუსთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციას ავრცელებს და საზოგადოებაში პანიკის დათესვას უწყობს ხელს.

„სამწუხაროდ, ბოლო პერიოდის განმავლობაში ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსის, ისევე როგორც ექსპერტის მხრიდან, ვრცელდება ცრუ ინფორმაციები და ამ ცრუ ინფორმაციების აშკარად მიზანი არის უსაფუძვლო პანიკის დაეთესვა მოსახლეობაში, რაც აბსოლუტურად მიუღებელია. პანიკის დათესვა არის ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება პასუხისმგებლიანმა მოქალაქემ ქვეყანას დამართოს, თან სრულიად უსაფუძვლო პანიკის."- აცხადებს მთავრობის მეთაური.


წყარო:newposts.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა