თეგებით ძიება
19. 10. 2020 COVID - 19

უკრაინელი ფიტნეს ინსტრუქტორი და ბლოგერი, რომელიც უარყოფდა კოვიდ 19-ის არსებობას, ამავე ვირუსით გარდაიცვალა

ფიტნეს ინსტრუქტორი და ბლოგერი, დმიტრი სტუჟუკი, რომელსაც კოროავირუსის არსებობის არ სჯეროდა, დაავადდა აღნიშნული ინფექციით და 33 წლის ასაკში გარდაიცვალა. 3 დღის წინ უკრაინელმა სტუჟუკმა ინსტაგრამზე თავის 1.1 მილიონ მიმდევარ ადამიანს ამცნო, რომ მას კოვიდ-19 დაუდასტურდა. ამის შესახებ წერს ბრიტანული მედია.

მან ინსტაგრამზე ატვირთა ფოტო საავადმყოფოს საწოლიდა, რომელზეც დაწერა, რომ თურქეთში ბოლო მოგზაურობისას როდესაც ღამით გაიღვიძა იგრძნო გართულება სუნთქვაში, ხოლო მეორე დღეს კი ხველა დაეწყო. მისი თქმით, როდესაც იგი დაბრუნდა უკრაინაში, კორონავირუსის ტესტი გაიკეთა- დაავადება დაუდასტურდა.

„სანამ დაავვადებოდი, მე ვიყავი ერთ-ერთი, ვინც ფიქრობდა, რომ კოვიდ ვირუსი არ არსებობს“- განაცხადა სტუჟუკმა ინსტაგრამზე.

ერთი დღის შემდეგ სტუჟუკის ყოფილმა ცოლმა, სოფია სტუჟუკმა სოციალურ ქსელში საზოგადეობას ამცნო, რომ მისი ექს-მეუღლე კორონავირუსით გარდაიცვალა.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა