თეგებით ძიება

მიუხედავად ბევრი მოწოდებისა, 22 საათის შემდეგ ქეიფმა მცხეთაში გადაინაცვლა... ცეცხლს ვეთამაშებით - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საზოგადოება არაფრად აგდებს კორონავირუსის პრევენციისთვის გაკეთებულ მოწოდებებს და ვირუსმა ფართო მასშტაბი სწორედ ამიტომ მიიღო:
„ეს ყველამ ერთად უნდა გადავიტანოთ, გადავიტანოთ სწორი პრევენციითა და სწორი მართვით. ვთქვით ბევრჯერ, რომ პირბადეზე უკეთესი არაფერი არაა. ყველაზე უკეთ იცავს. შინ და გარეთ ყველამ უნდა ვატაროთ პირბადე, უნდა მივეჩვიოთ. დავიცვათ დისტანცია, არ შევიკრიბოთ. მიუხედავად ბევრი მოწოდებისა, ქეიფმა 22:00 საათის შემდგომ გადაინაცვლა მცხეთაში და ა.შ. ამის კეთება არ შეიძლება! ძალიან გთხოვთ. ვეთამაშებით ცეცხლს! ამ შეკრებების შემდეგ ხდება ძირითადი გავრცელება. თუ ჩვენ დავიცავთ ყველა ამ წესს, ამ ეპიდემიიდან შედარებით ნაკლები დანაკარგით გავალთ“, - განაცხადა გამყრელიძემ.


წყარო:newposts.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა