თეგებით ძიება
19. 10. 2020 COVID - 19

ბოლო ორი კვირის მონაცემებით, ინფიცირების მაჩვენებლით ევროპის ქვეყნებს შორის შუაში ვართ - გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მიუხედავად ბოლო დღეების მონაცემებისა, ინფიცირების მაჩვენებელი საგანგაშო არ არის და ამ მხრივ, ევროპის ქვეყნებს შორის საქართველო შუაშია მოქცეული:
„ბოლო პერიოდში ინფიცირებულთა რაოდენობის ინტენსიური ზრდის მიუხედავად, საქართველოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა ისეთი დიდი არ არის, როგორც ევროპის მთელ რიგ ქვეყნებშია, მილიონ მოსახლეზე გადათვლით, ჯერ-ჯერობთ ქვემო პოზიციაზე ვართ. ბოლო ორი კვირის ინციდენტობით ანუ 100 ათას მოსახლეზე, ევროპის ქვეყნებს შორის შუაში ვართ. ტესტირების მონაცემების მიხედვით, მილიონზე ჩვენ გვაქვს 213 ათასი PCR ტესტი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძე.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა