დღესდღეობით ბინაზე 3 ათასზე მეტი პაციენტი მკურნალობს — ეკატერინე ტიკარაძე
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დღესდღეობით ბინაზე 3 ათასზე მეტი პაციენტი მკურნალობს. როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, მკურნალობა საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს.
როგორც მინისტრი განმარტავს, ბინაზე მკურნალობის პროტოკოლი ახლდება და ის ოთხშაბათს გახდება ცნობილი. გარდა ამისა, იგი აღნიშნავს, რომ პროტოკოლი მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი ვერ იქნება, რადგან ასეთ დროს ისინი თვითმკურნალობას მისდევენ.
ეკატერინე ტიკარაძემ კოვიდსასტუმროებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ სივრცეებს უფრო აძლიერებენ:
"ის, რომ ჩვენ ვერ შევძლოთ საავადმყოფოებში კრიტიკული პაციენტების მიღება, ამის მოლოდინი არ გვაქვს", — განაცხადა ტიკარაძემ.
19 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 186 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში 278 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 7 გარდაიცვალა.
სულ ქვეყანაში 18 663 შემთხვევაა დაფიქსირებული. ამათგან 8 338 პაციენტი გამოჯანმრთელდა და 136 გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმშია 6 407 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 836; კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები — 1420.
წყარო:On.ge