"პირბადე მიკეთია ყოველთვის"- რას ამბობს გახარია და რაზე
მე რომ თვითიზოლაციაში გადავიდე, ჩემ მაგივრად ვინ იმუშავებს? - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარია ჟურნალისტის კითხვას, თუ რატომ არ გადავიდა ის თვითიზოლაციაში მას შემდეგ, რაც ქართული ოცნების დეპუტატს ნინო წილოსანს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ახლა თქვენ რა გინდათ? პირბადე მიკეთია ყოველთვის, ტესტიც დამატებით გავიკეთე, თვითიზოლაციაში გადავიდე და რა ვქნა? აქ ჩემს მაგივრად ვინ იმუშავებს, იქნებ იდეა შემომთავაზოთ? - თქვა მთავრობის მეთაურმა, თუმცა საპირისპიროს მეტყველებს პრემიერის ოფიციალუირ გვერდზე განთავსებული ფიოტოები, რომელიც ამომრჩეველთან შეხვედრაზეა გადაებული.