საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 30 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა
დღეს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 30 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა - ამის შესახებ ინფორმაციას თავად სებ-ი ავრცელებს:
"2020 წლის 19 ოქტომბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 30 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.2100 შეადგინა", - აღნიშნულია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის სექტემბერში ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის გასამყარებლად სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა, რამაც ეროვნული ვალუტა მცირედით და ცოტა ხნით გაამყარა, თუმცა დღევანდელმა აუქციონმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ წინა თვეში გაყიდულმა ამერიკულმა ვალუტამ მდგომარეობა დიდად არ შეცვალა.
წყარო:newposts.ge