თეგებით ძიება
20. 10. 2020 COVID - 19

"არც ერთ ცხელებას არ მივიღებთ"- რესპუბლიკური საავადმყოფო დღეიდან მხოლოდ კოვიდ-19-ით ინფიცირებულ პაციენტებს მიიღებს

ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა დღეიდან მხოლოდ ​კოვიდპაციენტებს მიიღებს. ამის შესახებ განაცხადება საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა გაავრცელა.

დევი ტაბიძის გამარტებით, სტაციონარი უკვე მთლიანად დაიცალა და დილიდან ცხელების სიმპტომების მქონე არც ერთ პაციენტს არ მიიღებს.

„ჩვენ ცხელების ცენტრიც აღარ ვართ. დილიდან არც ერთ ცხელებას არ მივიღებთ. პირდაპირ მივიღებთ კოვიდდადასტურებულ შემთხვევებს და ალბათ, უფრო ქმედითი ღონისძიებები გატარდება.

მით უმეტეს, შემთხვევები, რომლებიც არის მსუბუქი, შეგვიძლია, მივიღოთ კოვიდსასტუმროებში. კლინიკებს კი უნდა მიეცეთ საშუალება, იმუშაონ კოვიდშემთხვევებთან“, – განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, დევი ტაბიძემ.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა