თეგებით ძიება
20. 10. 2020 COVID - 19

"მსუბუქ კორონაინფიცირებულს არ სჭირდება არანაირი მკურნალობა, ბევრი სითხე მიიღოს და მორჩა“ - იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებულ მსუბუქ ავადმყოფს აბსოლუტურად არ სჭირდება არანაირი სპეციფიკური მკურნალობა.

როგორც მან ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, ასეთი პაციენტი უნდა იყოს მოსვენებული და ბევრი სითხე მიიღოს.

„ერთი შემთხვევა მაინც დაფიქსირდა, როდესაც რეანიმაციაში ადგილი არ იყო? ერთი შემთხევვა მაინც დამისახელეთ. დღეს მთავარი არის, რომ საავადმყოფოები არ გადაიტვირთოს იმ მსუბუქი ავადმყოფებით, რომელიც ძალიან ბევრი იქნება. რეანიმაციული ადგილები უნდა იყოს. საავადმყოფოები არ უნდა გადაიტვირთოს მსუბუქი პაციენტებით და მზად უნდა იყოს მძიმე პაციენტების მისაღებად, რათა ლეტალობა მინიმალური იყოს, რასაც ჯერჯერობით ვახერხებთ. ვამბობდით, ნიღაბი გაიკეთეთ და დისტანცია დაიცავით-თქო, რათა ამდენი შემთხვევა არ ყოფილიყო. ალბათ, ყველა შევაწუხე ჩემი მოწოდებებით, სხვა არაფერი არ არის დღეს იმისთვის, რომ ასეთი მზარდი რაოდენობა არ იყოს. მსუბუქ ავადმყოფს აბსოლუტურად არ სჭირდება არანაირი მკურნალობა, უნდა იყოს მოსვენებული, უნდა იაროს, ბევრი სითხე მიიღოს და მორჩა, ეს არის მისი მკურნალობა. მეტი არაფერი სჭირდება მსუბუქ ავადმყოფს. მძიმე ავადმყოფები უნდა მოხვდნენ საავადმყოფოში“, - განაცხადა იმნაძემ.

მან ბინაზე მკურნალობასა და ე.წ. კოვიდსასტუმროებში პაციენტების მიღებაზე ისაუბრა და განმარტა, რომ ისინიც მსუბუქი ავადმყოფები არიან, რომლებსაც არავითარი სპეციფიკური მკურნალობა არ სჭირდებათ.

„იმისთვის, რომ ადამიანმა ვირუსი არ გაავრცელოს, ამისთვის არსებობს ორი მეთოდი - ერთი არის ბინაზე თვითიზოლაცია, მეორე არის ე.წ. კოვიდსასტუმროები. კოვიდსასტუმროებშიც მსუბუქი ავადმყოფები არიან, უბრალოდ, ეს არიან ისინი, ვისაც ბინაზე თვითიზოლაციის საშუალება არ აქვთ. ეს ადამიანი უბრალოდ ვირუსის გამავრცელებელი არ უნდა იყოს. მას არავითარი სპეციფიკური მკურნალობა არ სჭირდება“, - განაცხადა იმნაძემ.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა