15 გარდაცვლილიდან 7 თბილისს ეკუთვნის - როგორია კორონავირუსის მსხვერპლთა ბოლო სტატისტიკა?
საკოორდინაციო საბჭოს ცნობით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვლილი 15 პაციენტიდან 7 თბილისიდანაა, 4 ბათუმიდან, 2 ქუთაისიდან, 1 გორიდან, 1 კი მცხეთიდან.
შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში ქვეყანაში COVID-19-ის რეკორდულად მაღალი - 1 194 შემთხვევა გამოვლინდა, 328 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.
რაც შეეხება კოვიდვითარების საერთო სურათს, ის ასე გამოიყურება:
კორონავირუსით ინფიცირებულია - 19857
გამოჯანმრთელებულია - 8666
მათ შორის გარდაცვლილია - 158
კარანტინის რეჟიმში რჩება - 6407
კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 1420
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.
წყარო:newposts.ge