ლაგოდეხში ორსული ქალი ცივი იარაღით დაჭრეს
წუხელ გვიან ღამით ლაგოდეხის სოფელ უზუნთალაში ორსული ქალი დაჭრეს.
როგორც ადგილობრივები ყვებიან, ქალმა ეზოში ხმაური გაიგო, გარეთ გავიდა და ცივი იარაღით სწორედ მაშინ დაესხნენ თავს.
სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაჭრილი ლაგოდეზის „არქიმედეს“ კლინიკაში გადაიყვანა. ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და რამდენიმე საათში ბინაზეც გაწერენ.
წყარო:newposts.ge