საქართველოს ბანკის შენობიდან მძევლების ევაკუაცია დაიწყო
გავრცელებული ინფორმაციით, ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ შენობიდან მძევლების ევაკუაცია დაიწყო.
შენობაში 30-მდე მძევალი იმყოფება. უცნობია, თუ რა ხდება შიგნით. ამ წუთებში ერთ-ერთი გოგონას გამოყვანა მოახერხეს სამართალდამცველებმა. ბანკის გარე პერიომეტრზე შეკრებილია იმ ადამიანების ოჯახის წევრები და ახლობლები, რომლებიც მძევლად ჰყავთ აყვანილი. ტერიტორიაზე გამოჩნდა სასწრაფო დახმარების ბრიგადაც, თუმცა მედიკოსები არ აკონკრეტებენ, თუ ვის გამო მოხდა გამოძახება.
წყარო:newposts.ge