თეგებით ძიება

"მზად ვარ, ჩავენაცვლო მძევლებს" - გიგი უგულავა

გიგი უგულავა აცხადებს, რომ მზადაა, ჩაენაცვლოს ზუგდიდში, საქართველოს ბანკში აყვანილ მძევლებს.
"მე მინდა პოლიციას ვთხოვო და შევთავაზო, რომ ჩავენაცვლო მძევლებს. შენობაში 3 ადამიანია მძევლად დარჩენილი. თუ გვისმენს ახლა გამტაცებელი, იცოდეს, რომ მე ამისთვის მზად ვარ. მოლაპარაკების უფლებამოსილება სახელმწიფოს აქვს", - ამბობს უგულავა.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში ზუგდიდის ცენტრში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ამ დროისათვის, არსებული ინფორმაციით, საქართველოს ბანკში დაყაჩაღების მიზნით, შეიარაღებული პირი შეიჭრა და მძევლები აიყვანა.

ამ დრომდე უცნობია მძევლების ზუსტი რაოდენობა. შსს-ს ჯერჯერობით განცხადება არ გაუკეთებია. ადგილზე სპეცრაზმია მობილიზებული.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა