თავდამსხმელების მიერ გატაცებული ავტომობილი, გათავისუფლებული ბებო და ორსული ქალი - ზუგდიდში მიმდინარე მოვლენების ახალი დეტალები
ზუგდიდში საქართველოს ბანკის შენობიდან, სადაც ერთი საათის წინ შეიარაღებული პირები შეიჭრნენ, სამართალდამცველებმა რამდენიმე მძევლის გამოყვანა მოახერხეს. მათი ნაწილი სახანძრო კიბის საშუალებით გამოვიდა, თავად ბანკის ფილიალი ხუთსართულიანი შენობის პირველ სართულზე მდებარეობს.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, თავდამსხმელებმა რამდენიმე ადამიანის გათავისუფლების გადაწყვეტილება თავად მიიღეს, მათგან ერთ-ერთი ორსული ქალია, ერთი კი ასაკოვანი ქალბატონი.
არაოფიციალური ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ბანკში შეჭრამდე, ერთ-ერთ მოქალაქეს მსუბუქი ავტომობილი გასტაცეს და ბანკის შენობამდე სწორედ ამ მანქანით მივიდნენ. ავტომობილის გატაცების სავარაუდო მიზეზი კვალის არევა გახდა.
წყარო:newposts.ge