თეგებით ძიება

"ვადა არის 2 საათი" - თავდამსხმელის ულტიმატუმი

ზუგდიდში, ბანკზე თავდამსხმელი პოლიციას 2 საათის ვადას აძლევს. მან ეს განცხადება "მთავარ არხთან" პირდაპირ ეთერში საუბარისას გააკეთა.
"მთავარს" ექსკლუზიურად ბანკში მყოფი ერთ ერთი მძევალი, ირაკლი კვარაცხელია დაუკავშირდა. თავდამსხმელთან გასაუბრებაც მისი საშუალებით მოხერხდა.

შეიარაღებული თავდამსხმელი ამბობს, რომ სამართალდამცველები არ ასრულებენ მის უპირველეს მოთხოვნას და ტერიტორიიდან სპეცრაზმი არ გაჰყავთ:

სამართალდამცავებმა არ გააკეთეს არანაირი რეაგირება ამ ფაქტზე, მოთხოვნის მიუხედავად არავინ შემოვიდა. პირველი მოთხოვნა რაც იყო, სპეცრაზმი არ მოხსნეს პერიმეტრიდან, სამართალდამცავებს შემოსვლის წუთებიდან ვესაუბრებით. ვადა არის 2 საათი - ამბობს თავდამსხმელი "მთავართან"

წყარო: მთავარი


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა