ვინ არის მძევალი, რომლის მეშვეობითაც თავდამსხმელი ნიკა გვარამიას დაუკავშირდა
ზუგდიდის ცენტრში „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეჭრილი შეიარაღებული თავდამსხმელი ცოტა ხნის წინ, „მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას ერთ-ერთი მძევლის, ირაკლი კვარაცხელიას მეშვეობით დაუკავშირდა და საკუთარი მოთხოვნები გააჟღერა.
ირაკლი კვარაცხელია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი და აქტიური მხარდამჭერია. სწორედ მისი ფეისბუქით დაუკავშირდა თავდამსხმელი ნიკა გვარამიას, რომელიც ირაკლი კვარაცხელიას ფეისბუქ-მეგობარია.