არაოფიციალური ინფორმაციით, თავდამსხმელმა ბანკი მძევლებთან ერთად დატოვა
არაოფიციალური ინფორმაციით, თავდამსხმელმა, მძევლებთან ერთად, ბანკი ფულის მიღების შემდეგ დატოვა.
"კურიერის" ინფორმაციით, თავდამსხმელი სამ მძევალთან ერთად, სავარაუდოდ, იმ ადგილისკენ გაემართა, სადაც ვერტმფრენი დაეშვა.
მანამდე კი, "კურიერის" ცნობით, ბანკის შენობაში სპეციალური მანქანებით თანხა მიიტანეს, რის შემდეგაც თავდამსხმელმა სამის გარდა ყველა მძევალი გამოუშვა. სწორედ სამ მძევალთან ერთად დატოვა ბოროტმოქმედმა ბანკის შენობა და სავარაუდოდ, ვერტმფრენისკენ გაემართა.
rustavi2.ge