სახლის გასათბობად წყვილმა მის გარშემო სათბური ააშენა
სტოკჰოლმში მცხოვრებმა წყვილმა სახლის გასათბობად ორიგინალურ მეთოდს მიმართა - მზის ენერგიის შესანარჩუნებლად, არც მეტი, არც ნაკლები, სახლს გარშემო სათბური გაუკეთეს.
ეს სახლის გათბობის არატრადიციული მეთოდია, თუმცა ძალიან ეფექტური გამოდგა. ახლა მზის ენერგია არა მარტო სახლში სითბოს უზრნველყოფს, არამედ მის გარეთაც საკმაოდ რბილ ატმოსფეროს ქმნის.
სახლზე ორჯერ დიდი სათბური რკინისა და საკმაოდ სქელი, 4 მმ-იანი შუშის კონსტრუქციაა. იმისათვის, რომ სათბურის შიგნით არსებული სივრცე მაქსიმალურად ოპტიმალურად ყოფილიყო გამოყენებული, მეპატრონეებმა სახლის სახურავზე გააკეთეს შესანიშნავი ტერასა, სადაც შეიძლება გარუჯვა, წიგნის კითხვა და ბავშვებთან თამაში.
ასევე მოჰყავთ
ხილი, ბოსტნეული, ყურძენი. აქვე ნახავთ შესანიშნავ ხელოვნურ წყალსაცავს ოქროს თევზებისთვის.
მსგავსი კონსტრუქციის შექმნისკენ კი წყვილს უბიძგა არქიტექტორ ბენტ ვარნის გაცნობამ, რომელმაც ანალოგიური კონსტრუქცია ჯერ კიდევ 1974 წელს შექმნა.