ახალი დეტალები: თავდამსხმელმა გაქცევა სოფელ კირცხიდან მოახერხა
უახლესი ინფორმაცია სამეგრელოში განვითარებულ მოვლენებზე - შეიარაღებულმა თავდამსხმელმა, რომელმაც მძევლები აიყვანა და მათთან ერთად წავვიდა, ისინი ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის ტყეში გაათავისუფლა.
თავდამსხმელმა მიმალვა შეძლო და მისი სამძებროღონისძიებები ამ დრომდე გრძელდება.
გვიან რამით, მძევლები ჯერ წალენჯიხის პოლიციაში გადაიყვანეს დაკითხვაზე, შემდეგ კი ზუგდიდში. მთელი ღამის განმავლობაში მძევლების დაკითხვა მიმდინარეობდა.
შეგახსენებთ, საქართველოს ბანკის ზუგდიდის ფილიალში შეიარაღებული თავდამსხმელი დაახლოებით დღის ორი საათისთვის შეიჭრა. ბანკის თანამშრომლებსა და მოქალაქეებს იარაღით დაემუქრა. იყო რამდენიმე გასროლაც. ბოროტმოქმედმა მოგვიანებით, 500 000 დოლარი და თვითმფრინავით ქვეყნის უსაფრთხოდ დატოვების გარანტია მოითხოვა.
რამდენიმე საათიანი სპეცოპერაციის მიმდინარეობისას, ბოროტმოქმედმა მძევლების გარკვეული რაოდენობა თავად გაათავისუფლა.
მოგვიანებით კი, ნიღბიანმა შეიარაღებულმა პიროვნებამ ტერიტორია სამ მძევალთან ერთად დატოვა. ერთ-ერთი მათგანი სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა იყო. სწორედ გალდავა აწარმოებდა შეიარაღებულ პირთან მოლაპარაკებებს და თავდამსხმელის მიერ მოთხოვნილი თანხაც ბანკში გალდავამ მიიტანა. ამ დროისთვის ყველა მძევალი თავისუფალია, ბოროტმექმედი კი მიიმალა. შსს-მ საქმეზე გამოძიება სამი მუხლით დაიწყო.
წყარო:newposts.ge