ზუგდიდელ თავდამსხმელს ე.წ. ქურდული სამყაროს წევრებიც ეძებენ - სპეცოპერაციის გაუხმაურებელი დეტალები
ზუგდიდელ თავდამსხმელს ე.წ. ქურდული სამყაროს წევრებიც ეძებენ. "ნიუპოსტისთვის" მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მძევლებს შორის, კრიმინალებთან დაახლოებული მამაკაცის ციოლიც აღმოჩნდა და სწორედ ამიტომ იმუქრება ე.წ. ძველი ბიჭი შირისძიებით.
"შსს-ს გამოძიებულის არ მჯერა, ამიტომ მოუწევს პასუხი აგოს!"- ციტირებს წყარო.
მძიმე დღე ზუგდიდის ცენტრში სპეცოპერაცია ზუგდიდის ცენტრში გუშინ, 14:21 საათზე დაიწყო, როცა სამხედრო ფორმაში ჩაცმული და კბილებამდე შეიარაღბული თავდამსხმელი, ცეცხლსასროლი იარაღითა და ხელყუმბარით ხელში, საქართველოს ბანკის ფილიალში შეიჭრა.
7 საათიანი ტყვეობის შემდეგ, ამ დროისათვის ყველა მძევალი, მათ შორის პოლიციის მაღალჩინოსანი ავთანდილ გალდავა თავისუფალია.
გავრცელდა ინდფორმაცია, რომ თავდამსხმელი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე გეგმავდა გადასვლას, თუმცა მოახერხა თუ არა მან ჩანაფიქრის შესრულება უცნობია. შესაბამისად ამ დრომდე უცნობია სად იმყოფება ნახევარი მილიონი დოლარითა და ხელყუმბარით ხელში ბანკიდან პოლიციის უფროსთან და კიდევ სამ მძევალთან ერთად გამოსული თავდამსხმელი, რომელმაც მანამდე 43 ადამიანი მძევლად აიყვანა.
როგორც ჩანს, მამაკაცს, რომელმაც ყველა პირობა შეუსრულეს, ნახევარი მილიონი ამერიკული დოლარი ინკასაციის მანქანით მიუტანეს და ე.წ. უსაფრთხო დერეფანი მისცეს, პოლიციასთან ერთად ე.წ. კრიმუინალური ავტორიტეტებიც ეძებენ.
წყარო:newposts.ge