წყვილმა ერთმანეთი პანდემიის პირველი ტალღისას ინტერნეტით გაიცნო, მეორე ტალღისას კი ისინი ერთად საცხოვრებლად გადავიდნენ
მიმდინარე წლის მარტში, 25 წლის ემილი ჩამპიონმა და 32 წლის ნიკ ლეზერბაროუმ ერთმანეთი ერთ–ერთი სოციალური ქსელით გაიცნეს. თუმცა, სანამ მათ ნამდვილ პაემანზე შეძლეს შეხვედრა და არა ვირტუალურზე, მსოფლიო პანდემიაში ჩაიძირადა დიდი ბრიტანეთის ჩაიკეტა.
ნიკის ოფისში კოვიდდადებითი თანამშრომლების გამო ის თავის ლონდონის აპარტამენტში თვითიზოლაციაში გადავიდა, ემილი კი თავისი მშობლების სახლში დაბრუნდა. მაგრამ მათ კონტაქტი არ შეწყვიტეს და ვირტუალური ურთიერთობა განაგრძეს.
კარანტინის მოხსნის შემდეგ კი ისინი პირველად ივლისში შეხვდნენ, მალევე იქცნენ შეყვარებულ წყვილად და ერთადაც გაატარეს დასვენების დღეები ხორვატიაში.
მათ ასევე იმოგზაურეს საფრანგეთში და გადაწყვიტეს, როცა ქორწილების ჩატარების საშუალება კვლავ იქნება, თავიანთ ურთიერთობას ოფიცილური სახე მისცენ. ახლა კი პანდემიის მეორე ტალღის დაწყებისთანავე ერთად გადავიდნენ საცხოვრებლად.
წყარო:newposts.ge