თეგებით ძიება

აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა მზადაა დამნაშავე თბილისს გადმოსცეს

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ სააგენტო “SOVA-ს” განუცხადა, რომ ე.წ. საზღვრის გადმოკვეთის შემთხვევაში, სოხუმი მზად არის დამნაშავე თბილისს გადასცეს.

საუბარია ზუგდიდში გუშინ მომხდარ თავდასხმაზე, რომლის დროსაც დამნაშავემ “საქართველოს ბანკის” ფილიალში 43 მძევალი აიყვანა.

ამასთან, სერგეი შამბამ თავდამსხმელის მიერ შესაძლო ე.წ. საზღვრის გადაკვეთას არარეალური უწოდა. როგორც სერგეი შამბამ განაცხადა, რეგიონში სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს და პროცესში ყველა უწყებაა ჩართული.

შეგახსენებთ, რომ 21 ოქტომბერს, “საქართველოს ბანკის” ზუგდიდის ფილიალში შეიარღებული პირი შეიჭრა და მძევლად 43 ადამიანი აიყვანა. ის ვერტმფრენს, უსაფრთხოების კორიდორსა და 500 000 დოლარს ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრებოდა. გვიან ღამით გამტაცებელმა სამ მძევალთან და 500 000 დოლართან ერთად დატოვა შენობა. სამივე მძევალი მან გამთენიისას გაათავისუფლა და მიიმალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული სპეციალური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ყველა მძევალი გათავისუფლებულია, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. უწყების ცნობით, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით.

წყარო: progressnews.press


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა