"ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობები მიაყენა, მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა " - დაკავებულია არასლწლოვანი
განზრახ მკვლელობის ფაქტი გარდაბანში - სოფელ მარტყოფში, ურთიერთშელაპარაკებისას, თანასოფლელს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა,- დაჭრილი მამაკაცი, 2001 წელს დაბადებულ ზ.ხ., საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
პოლიციამ ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა და 2004 წელს დაბადებული, არასრულწლოვანი ნ.ო. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში დააკავა.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წყარო:newposts.ge