თეგებით ძიება

ივანიშვილმა მოახერხა და როგორც არასდროს, ისე ააყვავა საქართველოში მედროვეობა, გაამდიდრა და გაამრავლა კომფორმიზმის ბაცილა - ახვლედიანი

ევროპული საქართველოს ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატის, არმაზ ახვლედიანის თქმით, ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა შანსი მოეშორებინა ქვეყნისთვის წარმოუდგენელი ჭირი, ადამიანების მუდმივად ყოფნა ბორკილებში, კომფორმიზმის ჭაობსა და ბორკილებში.

ახვლედიანის თქმით, ივანიშვილმა ეს შანსი არ გამოიყენა და პირიქით, ააყვავა საქართველიში მედროვეობა და გაამრავლა კომფორმიზმის ბაცილა.

ახლედიანმა აღნიშნა, რომ 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ შეიქმნება ისეთი მმართველობა, რომელიც გამორიცხავს მმართველ ძალაზე ადამიანის ჩამოკიდებულებას და ქვეყანას მოუტანს გარდამტეხ ცვლილებებს.

„მას ჰქონდა მართლაც უნიკალური შანსი, მას შეეძლო მოეშორებინა ქვეყნისთვის წარმოუდგენელი ჭირი. ეს არის ადამიანების მუდმივად ყოფნა ბორკილებში, კომფორმიზმის ჭაობსა და ბორკილებში. მან ეს არ გააკეთა! ვერ მოახერხა! გულახდილად გეტყვით, არაერთხელ მისაუბრია მასთან ამ თემაზე და მითქვამს კიდეც, რომ ოქროს ასოებით ჩაიწერებოდა მისი სახელი ჩვენს თანამედროვე ისტორიაში, მაგრამ ივანიშვილმა საპირისპირო გააკეთა, მოახერხა და, როგორც არასდროს, ისე ააყვავა საქართველოში მედროვეობა, გაამდიდრა და გაამრავლა კომფორმიზმის ბაცილა.

ჩვენ 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგად შევქმნით ისეთ მმართველობას, რომელიც ყველას, ყველა ადამიანს საქართველოში დაიხსნის კომფორმიზმისგან. მმართველობას, რომელიც გამორიცხავს პოლიტიკურ კლასზე, პოლიტიკურ ელიტაზე, მმართველ ძალაზე ადამიანის ასეთ ჩამოკიდებულებას, ასეთ მედროვეობას. ეს იქნება თვისობრივად ახალი სიტყვა ქართულ პოლიტიკაშიც და ქართული სახელმწიფოსთვისაც. საქართველო ამის შედეგად გახდება ნამდვილად ევროპული, შინაარსით ევროპული ქვეყანა!“ - აცხადებს ახვლედიანი.

წყარო:newposts.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა