თეგებით ძიება

შსს-ს ამოცანაა, ამ უმძიმესი დანაშაულის ჩამდენი პირი უმოკლეს ვადებში დააკავოს - გიორგი გახარია

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, გუშინ ზუგდიდში მიმდინარე სპეცოპერაციისას სამართალდამცველების მიზანი სიტუაციის მსხვერპლის გარეშე დასრულება იყო. მისი თქმით, ახლა მთავარი ამოცანა თავდამსხმელის უმოკლეს ვადებში დაჭერაა:
"გუშინ ზუგდიდში შექმნილი ურთულესი მდგომარეობა მსხვერპლის გარეშე დასრულდა. ეს მხოლოდ პირველი რიგის ამოცანა იყო. რა თქმა უნდა, მიღწეული შედეგი, მძევლების, ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, ეს პირველი რიგის ამოცანაა. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ შსს-სა და სამართალდამცავ სტრუქტურას სრულად აქვს ამოცანა დღეს, ამ უმძიმესი დანაშაულის ჩამდენი პირი, უმოკლეს ვადებში დააკავოს. ეს არის ძირითადი ამოცანა, რომელზეც ოპერატიულ -სამძებრო მოქმედებები მიმდინარეობს და რომელიც შსს-მ უნდა შეასრულოს. ყველა ის კანონიერი ინსტრუმენტი, უფლება და შესაძლებლბა, რომელიც მათ აქვთ ამ მიზნის მისაღწევად, უნდა გამოიყენონ იმისთვის, რომ არ მოხდეს მსგავსი დანაშაულის ჩამდენების მხრიდან უდანაშაულობის და დანაშაულის დაუსჯელობის შეგრძნების გაჩენა. ეს არის ძირითადი ამოცანა, რომელზეც მუშაობს შსს და საბოლოო შედეგის მიღწევამდე უნდა გააგრძელოს მუშაობა," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს ბანკის ზუგდიდის ფილიალში თავდამსხმელი შეიჭრა და ათობით მძევალი აიყვანა. ის მათი თავისუფლების სანაცვლოდ ნახევარ მილიონ დოლარსა და ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვებას ითხოვდა. რამდენიმე საათიანი მოლაპარაკების შემდეგ სამართალდამცველებმა მძევლები გაათავისუფლეს, ხოლო დამნაშავემ თავის დაღწევა და მიმალვა მოახერხა. მძევლებს შორის იყვნენ როგორც ბანკის თანამშრომელბი, ისე მომხმარებლები. პოლიცია თავდამსხმელს ამ დრომდე ეძებს.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა