თეგებით ძიება

ვინ არიან ყველაზე ლამაზი და მოდური ქართველი ბებიები?

წარმოგიდგენთ 4 ქართველ უმშვენიერეს ქალბატონს, რომლებიც უკვე ბებიებიც არიან. მათ თვალს არაერთი ადამიანი ადევნებს და აღნიშნავენ კიდეც, რომ ისინი ძალიან ახალგაზრდულად გამოიყურებიან.

პირველი ასეთი ბებია ყველასთვის კარგად ცნობილი მსახიობი და მუსიკოსი ეკა კახიანია.

ვინ არიან ყველაზე ლამაზი და მოდური ქართველი ბებიები?




რამდენიმე თვის წინ უმშვენიერესი ქართველი დიზაინერი მაკა ასათიანი ბებია გახდა. მას შვილიშვილი ლეა ჰყავს, რომელიც საოცრად ჰგავს ბებიას.

პატარა ლეა ცოტა ხნის წინ გაქრისტიანდა. ის ბებოს ხშირად დაჰყავს სასეირნოდ ვაკის პარკში.



შემდეგი ახალგაზრდა და ლამაზი ბებია ნინო ნადირაძე კუზანოვაა. აღსანიშნავია, რომ ნინო ბებიის ამპლუას შესანიშნავად მოერგო. ის ხშირად გვიზიარებს შვილიშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს.



ლიკა შენგელია მოდელ ქეთი ჟღენტის დედაა. ულამაზესი მოდელის დედა, წარსულში თავადაც მოდელი გახლდათ, თუმცა შვილების გაჩენის შემდეგ პოდიუმი მიატოვა.

ლიკა შენგელია დღეს შესაშურ ფორმაშია. ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ ბებიობის მიუხედავად მას თავი ისევ 20 წლის გონია.

„ყოველთვის ვიცოდი რომ სიგიჟემდე მეყვარებოდა ჩემი შვილიშვილი, მაგრამ მეგონა ეს ძალიან გვიან იქნებოდა , მექნებოდა ჭაღარა თმა (თუმცა ვიღებავ) და ბევრი ნაოჭები (ეგ ჯერ არ მაქვს ))… მექნებოდა ჩემი საყვარელი ბებიასავით ფუმფულა და რბილი მკლავები , რომლებში ჩახუტებაც ყველაფერს მავიწყებდა. მაგრამ რეალობა ისეთია, რომ ვარ ბებია და ამავდროულად თავი ისევ 20 წლის მგონია“







წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა