თეგებით ძიება

ზუგდიდში ბანკის ძარცვის სკანდალური ვერსია - "ორი ფეიკ მძევალი, ერთი დავით ხვიბლიანია, ბაჩო არღვლიანი კი ყალბ პასპორტს დაახვედრებს"

სპეცოპერაცია ზუგდიდში - „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სკანდალურ ვერსიას ავრცელებს.
"იყვნენ სამნი. აქედან ორნი ფეიკ მძევალი, სინამდვილეში მძევლად აყვანის თანამონაწილე, ასევე შეიარაღებული. ერთერთის სახელი დავით ხვიბლიანი (პოლიციის უფროსის მძევლად აყვანის დროს, კადრში ხედავთ შავი კეპით და პირბადით). მძევლები კი არა, სწორედ ეს ფეიკ მძევლები გაიყოლა. წაღბულია 4 მილიონი დოლარი და არა ნახევარი მილიონი. არავითარი კირცხის ტყე, მოგონილი ლოკაციაა, საქართველო დატოვეს მარშრუტით წალენიხა-ჩხოროწყუ-ლებარდე-ტობავარჩხილი-სვანეთი-აფხაზეთი. სავარაუდოდ, იქ ბაჩო არღვლიანი ხვდებათ, ფულს უყოფენ და ის მისცემს გარანტიებს, ყალბ პასპორტებს და უზრუნველყოფს გადაყვანას რუსეთში"- წერს ნიკა გვარამია.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა