თეგებით ძიება

მკვლელობა მარტყოფის სასაფლაოზე - უცნობი დეტალები

ახალი დეტალები - მარტყოფში მკვლელობა სასაფლაოზე მოხდა. ადგილობრივების თქმით, მანამდე ახალგაზრდების 2 ჯგუფი ერთმანეთს სოფლის ცენტრში, დაუპირისპირდნენ. კონფლიქტის მიზეზი სავარაუდოდ ძველი უთანხმოება გახდა.
ამის შემდეგ დაპირისპირებულები სასაფლაოზე წავიდნენ, გამოძიების ინფორმაციით, 16 წლის არასრულწლოვანმა 19 წლის ახალგაზრდაც ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა. ახალგაზრდა საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო. დანაშაული 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა