სულ ვჩხუბობდით და ცემა-ტყეპა გვქონდა გამართული - ია ფარულავა ყოფილ ქმარზე
მსახიობმა ია ფარულავამ გადაცემა "პროფილში" სტუმრობისას მისი და ყოფილი მეუღლის ურთიერთობა გაიხსენა და განაცხადა, რომ ისინი ხშირად ჩხუბობდნენ. ფარულავა არც იმას მალავს, რომ ხშირად "ცემა-ტყეპაც" ჰქონდათ.
„ახალა 53 წლის ვარ და საოცრად ჰარმონიული ვარ ჩემს თავთან. დავდივარ მედიტაციაზე და ვზრდი ჩემს შინაგან ბავშვს, ახლა გაცილებით მომწონს ჩემი თავი ვიდრე მაშინ, თეატრალურში რომ დავდიოდი და ყველა ჩემზე გიჟდებოდა. იმ პერიოდში დაკომპლექსებულიც ვიყავი, ჩემი პირველი ქმრისგან. მოყოლილიც მაქვს ეს... სულ ვჩხუბობდით და ცემა-ტყეპა გვქონდა გამართული ერთმანეთთან. ახლა კი სულ სხვანაირი ვარ. სხვათაშორის, ბავშობაში ბიჭური გოგო ვიყავი, ახტაჯანა, ახლა „ბეზპრიძელი“ ვარ“, - ამბობს ია ფარულავა.
წყარო:newposts.ge