"ტუჩებში ვკოცნი ოჯახის ყველა წევრს" - დევიდ ბექჰემს ქალიშვილის ტუჩებში კოცნის გამო ისევ აბულინგებენ
დევიდ ბექჰემი ქალიშვილთან გადაღებული ფოტოს გამო კვლავ სკანდალში ეხვევა. გუშინწინ, მან სოციალურ ქსელში 9 წლის ჰარპერთან ერთად გადაღებული სურათი გამოაქვეყნა, სადაც მამა-შვილი ტუჩებში კოცნის ერთმანეთს.
ოჯახური ფოტოები პირად გვერდზე ვიქტორია ბექჰემმაც გააზიარა და ამან კიდევ უფრო დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია საზოგადოებაში.
გამომწერებს შორის გამოიწვია აზრთა სხვადასვაობა. ნაწილი წერდა, რომ მამამ შვილს ტუჩებში არ უნდა აკოცოს. ნაწილმა - ბექჰემის საქციელი მოიწონა.
ცნობისთვის, ყოფილი ფეხბურთელი ქალიშვილთან გადაღებული ფოტოს გამო სკანდალში 2017 წელსაც გაეხვა. მას მაშინაც ჰარპერის ტუჩებზე კოცნის გამო აკრიტიკებდნენ. მოგვიანებით ბექჰემმა ამის გამო ახსნა-განმარტებაც გააკეთა და განაცხადა, რომ ის ძალიან არის მიჯაჭვული ოჯახის წევრებზე და არასწორად არ მიაჩნდა სიყვარულის ამ ფორმით გამოხატვა, უფრო მეტიც, მან თქვა, რომ ტუჩებში კოცნის ოჯახის ყველა წევრს, უფროსი ვაჟის ბრუკლინის გარდა.
წყარო:newposts.ge