"ყარაბაღში გათავისუფლებულ ტერიტორიებზე უკვე დავიწყეთ სოფლის მეურნეობის განვითარების დაგეგმარება" - ილჰამ ალიევი
სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე აქტიური საომარი მოქმედებების ფონზე, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა იმ ეკონომიკურ გეგმებთან დაკავშირებით ისაუბრა, რომელიც მის მთავრობას გააჩნია მთიან ყარაბაღში.
მისი განცხადებით, უკვე არსებობს სოფლის მეურნებოს განვითარების კონკრეტული გეგმები გათავისუფლებულ ტერიტორიებთან მიმართებით.
„მას შემდეგ, რაც ტერიტორიები დავიბრუნეთ, სადაც კარგი მიწა და ნიადაგია სხვადასხვა სასოფლო სამეურნეო კულტურის მოსაყვანად, მსხვილფეხა საქონლის მოსაშენებლად, რასაკვირველია, ჩვენ სოფლის მეურნეობას ახალი მასტიმულირებელი საშუალება ექნება. ჩვენ უკვე დავიწყეთ ჩვენი სამომავლო სოფლის მეურნეობის განვითარების დაგეგმვა გათავისუფლებულ ტერიტორიებთან მიმართებით“ - აღნიშნა ალიევმა.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ოკუპაციისგან აზერბაიჯანის მთელი რეგიონი უნდა გაათავისუფლონ.
შეგახსენებთ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს განახლდა, რომელსაც დაუდასტურებული ინფორმაციით, უკვე შეეწირა რამდენიმე ათასი ადამიანი ორივე მხრიდან. საომარი მოქმედება მთიან ყარაბაღში უკვე 26-ე დღეა რაც მიმდინარეობს.
წყარო:newposts.ge