სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლესთან “კახელების მარშს” შეუერთდა
აქციის 25-ე დღეს კახელები და ქიზიყელები თბილისში, ერეკლე II-ის მოედნიდან საქართველოს პარლამენტამდე აქცია-მსვლელობას ლოზუნგით - „დინჯად, მაგრამ ჯიუტად ევროპისკენ!“ მართავენ.
აქციის მონაწილეები ევროპული კურსის ცვლილებას აპროტესტებენ და ახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ. მსვლელობის საბოლოო გაჩერება ტრადიციულად რუსთაველის გამზირი იქნება.
ორბელიანების სასახლესთან, კახელების მარშის მონაწილეებთან პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გავიდა.
ის ადგილზე შეკრებილებს ესაუბრება და მადლობას უხდის იმისთვის, რომ ყოველდღიურ აქციებში მონაწილეობას იღებენ და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის იბრძვიან.