თეგებით ძიება

მეზვრიშვილი: ცხელი ხაზების გადატვირთულობის პრობლემა მოხნილია

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ნათია მეზვრიშვილი აცხადებს, რომ ცხელი ხაზების გადატვირთულობასთან დაკავშირებით არსებული პორბლემები, შეიძლება ითქვას, რომ მოხნსილია. აღნიშნულზე მეზვრიშილმა საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე ისაუბრა.

"ხარვეზები რა თქმა უნდა ბევრია, თუმცა ეს ხარვეზები რაც მართვის პროცესში არის ნაბიჯ-ნაბიჯ სწორდება. შტაბი, თითოეული სამინისტრო და შესაბამისი პირი ჩართულია ამ პროცესში. ის გარკვეული პრობლემები რაც იყო დაკავშირებული ცხელი ხაზების გადატვირთულობასთან, ეს პრობლემები მოხსნილია, შეიძლება ითქვას და პირველად ჯანდაცვაში არსებული ხარვეზებიც ეტაპობრივად სწორდება", - თქვა ნათია მეზვრიშვილმა.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა