"ჩინეთიდან მოემართება ყვითელი მტვრის ღრუბელი, რომელიც კორონავირუსს ავრცელებს“ - ჩრდილო კორეაში მოსახლეობას მოუწოდებენ სახლში დარჩნენ და გარეთ არ გამოვიდნენ
ჩრდილოეთ კორეის მთავრობა აფრთხილებს თავის მოქალაქეებს, რომ დარჩნენ სახლში, რადგან ჩინეთიდან ყვითელი მტვრის ღრუბელი მოემართება, რომელიც კორონავირუსის გავრცელებას უწყობს ხელს.
სახელმწიფო მედია თავის რეპორტაჯებში მოუწოდებს საზოგადოებას, რომ დარჩნენ სახლში და აუცილებლად დაკეტონ ფანჯრები, კარები, რათა არ შეაღწიოს შენობებში „მტვრის ქარიშხალმა“. ხელისუფლება აცხადებს, რომ კოვიდ 19-ით დაინფიცირება ჰაერიდანაც შეიძლება.
ჩრილოეთ კორეის ახალი ამბების განცხადებით, ფხენიანის ქუჩები ხუთშაბათს საღამოდან, უკვე გამოცხადების შემდეგ ცარიელი იყო.
სახელმწიფო დაქვემდებარებაში არსებულმა გაზეთმა გამოაქვეყნა სტატია, სადაც აღნიშული იყო, რომ ყვითელი მტვერი შეიცავს მავნე ნივთიერებებს, რომლებიც აზიანებენ ადამიანების რესპირატორულ სისტემებს.
წყარო: newposts.ge